ზოდელავა 4 ოქტომბრის მოვლენებზე: ეს იყო მცდელობა “სწრაფი გამარჯვებისთვის”, “სამხრეთული ხასიათის გააზრებით”

4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მურთაზ ზოდელავამ, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე “პირველი, სწრაფი გამარჯვების” შესაძლებლობის გამო შეარჩიეს, რადგან ამ ობიექტზე ბევრად ნაკლები სპეცრაზმელი იყო მობილიზებული.
“ეს იყო სწრაფი გამარჯვების მცდელობა, ვაჟკაცური მცდელობა ბევრი ადამიანის… სპეცრაზმის კორდონს შევასკდი მანდ”, – განაცხადა ზოდელავამ “ტვ პირველის” ეთერში, 4 ოქტომბერს, ღამით. მისი განმარტებით, ეს “იყო ტრიგერი, იყო მცდელობა ცვენი სამხრეთული ხასიათის გამოყენებით, გააზრებით, რომ – იქნებ ასე გამოვიდეს”, მაგრამ “არ გამოვიდა”.
პირდაპირ ეთერში ზოდელავას დაუსვეს შეკითხვა – ვინ მოახდინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის “ჯებირის დემონტაჟი”.
“მე პირადად ვცადე, ირაკლი ნადირაძემ და ვისაც იმ მომენტში ჰქონდა შესაძლებლობა, რომ პირადი მაგალითი მიგვეცა, ჩვენ მივეცით პირადი მაგალითი”, – ზოდელავამ ასევე თქვა, რომ მართალია, ეს კონკრეტული მცდელობა არ გამოვიდა, მაგრამ “ბრძოლა დაწყებულია” და “რევოლუციაა დაწყებული ქვეყანაში”.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მურთაზ ზოდელავამ რამდენიმედღიანი “მშვიდობიანი რევოლუციის” დაწყება გამოაცხადა. მანამდე აქციის ორგანიზაცოტორები აცხადებდნენ, რომ “მშვიდობიანი რევოლუცია” 4 ოქტომბერს დაიწყებოდა და 4 ოქტომბერსვე დასრულდებოდა.
4 ოქტომბრს, გვიან ღამით, მურთაზ ზოდელავა საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს; იმ დროს, როდესაც ის ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა.
დაკავებულებს შორის არიან ასევე: ირაკლი ნადირაძე, და ლაშა ბერიძე. შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. ასევე ვარაუდობენ, რომ, გამოძიების მიმდინარეობის შესაბამისად, მეტ ადამიანს დააკავებენ.
4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის ს პარალელურად, მოძრაობამ “რუსთაველის” გამზირი დაგეგმა “სახალხო კრება”, რომლის მიზანსაც, ორგანიზატორების განმარტებით – “მშვიდობიანი რევოლუცია”, “მშვიდობიანი დამხობა” წარმოადგენდა. ეს ღონისძიება ხალხმრავალი იყო.
მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი 15 ოქტომბერს დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

პარლამენტი ხვალიდან დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ