„ჰუსიტების“ წარმომადგენელი – აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმების შედეგად იემენში 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

„ჰუსიტი“ მეამბოხეების სამხედრო წარმომადგენელი, იაჰია სარეე აცხადებს, რომ იემენში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 6 ადამიანი, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ღაზაში ისრაელის დანაშაულების მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მტერმა წამოიწყო სასტიკი აგრესია იემენის რესპუბლიკის წინააღმდეგ 73 იერიშით, რომლის სამიზნე დედაქალაქი სანაა, ჰოდეიდა, თაიზი, ჰაჯა და საადას გუბერნიერი იყო“, – აღნიშნა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა.
მისი თქმით, „ჰუსიტები“ გააგრძელებენ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებს.
„იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ მიმავალი ისრაელის გემების ნავიგაციის აღკვეთას არაბულ და წითელ ზღვებში“, – განაცხადა სარეემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება