მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მათ პასუხისმგებლობას მინდა გავუსვა ხაზი, რომ მობილიზაცია გააკეთეს მათი ამომრჩევლის, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა არჩევნები.
„მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებისთვის, თითოეულ მათ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლინებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მათ პასუხისმგებლობას მინდა გავუსვა ხაზი, რომ მობილიზაცია გააკეთეს მათი ამომრჩევლის, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. გამარჯვებულ პარტიას მივულოცავ გამარჯვებას, კანდიდატებს, წარმატებას ვუსურვებ მათ“, -აღნიშნა ყაველაშვილმა.
