ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლეგარდემ თქვა, რომ 2024 წელს -ს საპრეზიდენტო არჩევნებში ს გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება.
“საკმარისია მხოლოდ შეხედოთ სავაჭრო ტარიფებს, საკმარისია დააკვირდეთ მის ჩართულობას NATO-ში, უნდა გაიხსენოთ მისი დამოკიდებულება კლიმატის ცვლილების მიმართ. მხოლოდ ამ სამ მიმართულებას თუ გავიხსენებთ, ამერიკელების და ევროპელების ინტერესები (ტრამპის პრეზიდენტობის დროს) არ იყო თანხვედრაში” – თქვა ლეგარდემ.
კრისტინ ლეგარდემ ასევე თქვა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ევროპა მარტო დარჩება უკრაინის დახმარების მიმართულებითაც.