UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ მერაბ დვალიშვილს გამარჯვება და საჩემპიონო ქამრის მესამედ დაცვა სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა.
“ძმაო, იმ ეტაპს მივაღწიეთ, როცა შენი გამარჯვებები თითქმის ჩვეულებრივად გვეჩვენება, მაგრამ ყველამ ვიცით, რამდენად რთულია იქამდე მისვლა.
სიამაყით ვამბობ: შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ! მუშაობის და თავდადების ნამდვილი მაგალითი, მებრძოლზე მეტი — შენ საოცარი ადამიანი ხარ, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა.
გვიყვარხარ, გიჭერთ მხარს და შენთან ერთად ვართ ყოველ ნაბიჯზე”, – დაწერა თოფურიამ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.
შეგახსენებთ, მერაბმა კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
· გიგი როგორც ჩანს თოფურია ისევ არ ესწრებოდა მერაბის ბრძოლას
დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე და ბრძოლის დრო დაასახელა
“ცარუკიანის დამარცხება უფრო გამიჭირდება, ვიდრე თოფურიასი” – პედი პიმბლეტი
დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე და ბრძოლის დრო დაასახელა
“მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ” – არმან ცარუკიანი
“თოფურია ცარუკიანთან უშანსოდაა” – ხაბიბ ნურმაგომედოვი
“იმდენად პატარა პიროვნებაა, რომ თოფურიას ჩხუბის სანაცვლოდ მილიონ დოლარს სთავაზობს” – პიმბლეტმა ცარუკიანზე ისაუბრა
“ჩეჩნეთში ან დაღესტანში რომ ჩავიდეს, მოყვარულიც კი დაამარცხებს” – ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
ილია თოფურია “თეთრ სახლში” იბრძოლებს? – მებრძოლის პოსტი სოციალურ ქსელში [PHOTO]
