რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენის დამარცხებით

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ს ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე დვალიშვილმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
The sportster-ის ინფორმაციით, მოპოვებული გამარჯვებით დვალიშვილი PPV-ს (pay-per-view, სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც მიღებული პროცენტული წილი) და ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 1.5 – 2.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
„დვალიშვილის ჰონორარი მუდმივად იზრდება მისი გამარჯვებების სერიის, ტიტულის დაცვისა და მთავარ ორთაბრძოლებში მონაწილეობის გამო“, – წერს The sportster-ი.
ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ UFC 316-ზე გამარჯვების შემდეგ, დვალიშვილის ჯამური შემოსავლები დაახლოებით 2.3 – 2.39 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ინფორმაციისთვის, დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე ამჟამად 21 გამარჯვებაა. UFC 320-ზე მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 გამარჯვება იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.
bpn.ge