მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, რომ მაგალითი აიღონ საქართველოს შს სამინისტროდან, გუშინდელი სპეცოპერაციიდან – კობახიძე

მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, რომ მაგალითი აიღონ საქართველოს შს სამინისტროდან, გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ, ასეთ გამოწვევებთან გამკლავება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ 4 ოქტომბერს, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მ ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით ევროკავშირი კეთილდრეობას ინერციით ინარჩუნებს.
მისივე განმარტებით, „უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ პრევენციულად თავიდან არიდებული ყოფილიყო პრობლემები“.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა დავუხადო შს სამინისტროს, პირადად მინისტრს, შს მინისტრის მოადგილეებს, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სპეცრაზმის ხელმძღვანელს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, უკლებლივ ყველა ერთეულს, რომელიც მოქმედებდა უმაღლეს დონეზე.
ნახეთ, რომ შს სამინისტრომ უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარა სპეცოპერაცია, რითაც განეიტრალდა კონსტიტუციური წყობილების დამხობის ძალადობრივი შეცვლის მცდელობა. ამისთვის შს სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, რომ მაგალითი აიღონ შს სამინისტროდან, გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ, ასეთ გამოწვევებთან გამკლავება.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო სუს-ს, რომელიც არამარტო გუშინდელ დღეს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმაღლეს დონეზე მოქმედებდა, მინდა მადლობა გადავუხადო სუს-ის ხელმძღვანელს, ბატონ ს. სუს-მა მიიღო პრევენციული ზომები, ეს სამსახური, რა თქმა უნდა, მოქმედებს არასაჯაროდ, ეს არის ამ სამსახურის სპეციფიკა, თუმცა უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ პრევენციულად თავიდან არიდებული ყოფილიყო პრობლემები და გუშინაც მაქსიმალური ეფექტიანობით მოქმედებდა სუს-ის სამსახური.
ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ რიგით პოლიციელს მადლობას გადავუხდი, რომელიც მოქმედებდა გუშინ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დაშავებულ პოლიციებს, როგორც მოგეხსენებათ საჭირო გახდა 15 პოლიციელის გადაყვანა გუშინ კლინიკაში, მიღებული დაზიანებების გამო. მათი მდგომარეობა არის სტაბილური და გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.