„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი – მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას და იგივეს მოვუწოდებ ყველა ადამიანს: ნუ დაუხრით რეჟიმს თავს

გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა გვაჩვენა პატრიოტობის, ვაჟკაცობის მაგალითი და იმის მაგალითი, როგორ უნდა ებრძოლო რეჟიმს. თავისუფლება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ. მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს – ნუ დაუხრით რეჟიმს თავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ არის ეს დამოკიდებული იმაზე, რამდენ ადამიანს დაიჭერენ“.
„გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა, რომლებიც დააკავეს, გვაჩვენა პატრიოტობის და ვაჟკაცობის მაგალითი და იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ებრძოლო რეჟიმს. ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ არის ეს დამოკიდებული იმაზე, რამდენ ადამიანს დაიჭერენ, თუ დამიჭერენ მე. დარწმუნებული ვარ, ის ასი ათასობით ადამიანი, რომელიც გუშინ გამოვიდა ქუჩაში, არ გაჩერდება. ასე გაგრძელება უბრალოდ არის წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რომ ქართველი ერი, რომელსაც აქვს ხუთჯვრიანი დროშა, შეეგუოს ამ რუსულ რეჟიმს.
, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, და ბატონი ბერიძე. ეს ადამიანები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოდე და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს და თუ ვინმე ამაზე ხმამაღლა საუბრობს, შეიძლება რაღაცები არ გამოდიოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა უნდა გაჩერდეს, ეს ადამიანები გუშინ თავგანწირვით იბრძოდნენ, თავისი მაქსიმუმი – თავისუფლება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ. მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს – ნუ დაუხრით რეჟიმს თავს“,- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.