არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: შენდობას ვითხოვ – ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის

„ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“- ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სამების ტაძრისთვის შეწირულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით აცხადებს და შენდობას ითხოვს.

„მე,როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის“, – აცხადებს სასულიერო პირი.