ირაკლი კობახიძე – უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები – ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს

უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები – ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დაუსჯელი ვერავინ დარჩება და ძალადობის განმახორციელებლების წინააღმდეგ კანონი ძალიან მკაცრი იქნება.
„ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ესეც არის ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა ქართველი საზოგადოების წინაშე, იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელიც გუშინ სრული მობილიზებით გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე