სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის [კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის] მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე დაადასტურა.
მისივე თქმით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დარახველიძის განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, -ს ცნობით, დაკავებულია 5 პირი — პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, და ლაშა ბერიძე.
“მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, — თქვა დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი 15 ოქტომბერს დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

პარლამენტი ხვალიდან დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ