ირაკლი კობახიძე – ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, მივიდა დამხობის აქციაზე – ბურჭულაძის და სხვების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინო არიან ისინი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ მათ გაემიჯნენ

ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა – როგორც კი ნახეს, რომ დამხობა ჩავარდა, ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ, – ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა მ გააკეთა.
კობახიძის განმარტებით, აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ტაქტიკური მონახაზი, რომლის მიხედვით, ერთი ნაწილი თავისუფლების მოედნიდან ათონელზე უნდა ჩასულიყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრილიყო, ხოლო სხვა ჯგუფებს სხვა მიმართულებით ემოქმედათ.
კობახიძის თქმით, „როგორც კი ნახეს, რომ პირველივე მცდელობა ჩავარდა, ბურჭულაძეს, ზოდელავას მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ“.
„ერთი რამ არის სამარცხვინო და ვსაუბრობ აქციის მონაწილეებზე – როდესაც 4- საათზე აქცია დაანონსდა, ყველამ იცოდა, რომ ეს დამხობის აქცია იყო. აქცია ასე იყო დაანონსებული. ვინც 4-საათზე აქციაზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ.
რა თქმა უნდა, ბურჭულაძის და ორგანიზატორების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ბურჭულაძეს ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნენ. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, ბურჭულაძემ დამხობა დაიწყო, ჩავარდა და ამის შემდეგ გაემიჯნენ. ეს არის ბევრად უფრო სამარცხვინო!
ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა და ესეც „ნაცის“ სახეს აჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე