გია ვოლსკი: ხატის შეურაცხყოფა, რასაკვირველია, ეკლესიაზე თავდასხმაა – რადიკალური ოპოზიცია ცდილობს …

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა და, მისივე თქმით, “რადიკალური ოპოზიცია” პოლიტიკური სპეკულაციისთვის ამ თემის გამოყენებას ცდილობს:
“ხატის შეურაცხყოფა, არის, რასაკვირველია, ეკლესიაზე თავდასხმა. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის წამოსული ამ თემის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციისთვის. როდესაც ადამიანს შეუძლია რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა და ამაზე არ აგებს სერიოზულ პასუხს, რასაკვირველია, ეს შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც სერიოზული იარაღი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის,”- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას