ლიგა 2-ის მეცხრე ტურში „სენტ-ეტიენმა“ გასვლაზე „მონპელიე“ 2:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 8 მატჩში 4 გოლია.
დავითაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, 87-ე წუთზე შეცვალეს და sofascore-მ 9 ქულით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
„სენტ-ეტიენს“ 20 ქულა აქვს, „ტრუასთნ“ და „პოსთან“ ერთად ლიდერია და 18 ოქტომბერს „ლე მანს“ უმასპინძლებს.
მონპელიე – სენტ-ეტიენი 2:0
გოლები: 0:1 დავითაშვილი (2), 0:2 დავითაშვილი (23)
