[VIDEO] მიქაუტაძემ კურტუას ლამაზი გოლი გაუტანა – “ვილიარეალი” “რეალთან” დამარცხდა

ლა ლიგის მერვე ტურში „ვილიარეალი“ გასვლაზე „რეალთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე. მასპინძელთა შემტევმა ვინისიუსმა დუბლი შესრულა, თუმცა ქართველმა მალე ტიბო კურტუას კარი დალაშქრა. მერე „ვილიარეალის“ მცველმა სანტიაგო მოურინიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, კილიან მბაპემ ანგარიში გაზარდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„ვილიარეალი“ 16 ქულით მესამე ადგილზეა და 18 ოქტომბერს „ბეტისს“ უმასპინძლებს.
„რეალი“ ამ მომენტისთვის 21 ქულით ლიდერია და 19 ოქტომბერს სტუმრად „ხეტაფეს“ შეხვდება.
რეალი – ვილიარეალი 3:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (47), 2:0 ვინისიუსი (69, პენ), 2:1 მიქაუტაძე (73), 3:1 მბაპე (81)
გაძევება: მოურინიო (77, ვილიარელი)