„გალფის“და მისი თითოეული მომხმარებლის თანადგომით 1170 ოჯახისთვის 644,820 ლარი შეგროვდა

„გალფის“ საშობაო საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 644,820 ლარი შეგროვდა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 1170 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს უკვე ჩაერიცხა. თანხის შეგროვების პროცესი 18 დეკემბერს დაიწყო და „გალფის“ ქსელში თითოეული ჩასხმული ლიტრიდან 5 თეთრი აღნიშნული კამპანიისთვის გროვდებოდა. შეგროვების პროცესისთვის თვალის დევნება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო ლაივ რეჟიმში, ვებ-გვერდზე – csr.gulf.ge.
კომპანია „გალფი“ წინასაშობაოდ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო კამპანიას უკვე მეხუთე წელია ატარებს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის