მამარდაშვილის კარგი დებიუტი პრემიერლიგაში – “ლივერპული” ზედიზედ მესამედ დამარცხდა

პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „ჩელსისთან“ 1:2 დამარცხდა.
მერსისაიდული გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ურიგოდ ნამდვილად არ გაისარჯა.
მასპინძლებმა დებიუტში მეტოქის შეტევები მოიგერიეს, უპირარესობას დაეუფლენ და კაისედოს ლამაზი გოლით დაწინაურდნენ. მამარდაშვილი ბურთს შეეხო, მაგრამ ცხრიანში იმდენად ძლიერი დარტყმული იყო, რომ მოგერიება ვერ შეძლო. შემდეგ გარნაჩომ ბურთი ძელს გაარტყა. სობოსლაისთან კონტაქტისას გარნაჩო საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. „ლივერპული“ პასიურად გამოიყურებოდა და ერთადერთი მომენტი შექმნა, როდესაც ისაკის თავური არაზუსტი გამოდგა.
მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ, სალაჰმა ორჯერ ვერ უწია მიზანს, გაკპომ კი ანგარიში გაათანაბრა. თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, სალაჰმა მორიგი შანსი ვერ გამოიყენა, გიტენსის განივი ჩაწოდებისას გრავენბეხმა კინაღამ მამარდაშვილის კარში ჩაჭრა ბურთი, მერე ქართველმა ორჯერ გადაარჩინა „წითლები“, მერე კაისედოს დარტყმულიც მოიგერია, თუმცა ბოლოს ესტევაომ მაინც შეძლო გიორგის კარის დალაშქვრა.
სლოტის გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 15 ქულით მეორე ადგილზეა და 19 ოქტომბერს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
ჩელსი – ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 კაისედო (14), 1:1 გაკპო (63), 2:1 ესტევაო (90+6)
· A კიდევ ერთი მტკიცებულება რომ ბევრი ვარსკვლავის ყიდვა, თუ გუნდი შეკრული და ურთიერთგაგებაში არაა, ყველა მარტო ცდილობს თავის ფასი გაამართლოს, შედეგს ვერ იძლევა