ახალციხეში სატვირთოსთან მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახნენ, რის შედეგადაც, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი – 32 წლის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.

ასევე დაგაინტერესებთ