პრემიერი – განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში

კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა გამოუცხადა – კეთილი ინებოს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, დედაქალაქის ქუჩებში არსებულ სიტუაციაზე ევროკავშირის ელჩს პასუხისმგებლობა ეკისრება.
“თქვენ იცით, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს საზღვარგარეთიდან ამ ყველაფერს, დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, ანუ ასეთი სათაურით გამოცხადდა ეს აქცია და ამ აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა.
ამ ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იგივე ევროკავშირის ელჩს საქართველოში. კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში. ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავდით და პირდაპირ ვისმენდით მხარდამჭერ განცხადებებს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება მათ რეაქცია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს