განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის ელჩს, გამოვიდეს, გაემიჯნოს – ირაკლი კობახიძე

“ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი მ განაცხადა:
„იცით, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს საზღვარგარეთიდან ამ ყველაფერს – დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას. მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას. ასეთი სათაურით გამოცხადდა ეს აქცია და ამ აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა. ამ ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იგივე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, გამოვიდეს, კეთილი ინებოს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში. ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავდით, პირდაპირ ვისმენდით მხარდამჭერ განცხადებებს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია ამასთან დაკავშირებით“