კონტინენტის პირველობაზე ქართველი ხელბურთელები პირველად იმყოფებიან

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს. ეროვნული ნაკრებისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ისტორიულია, რადგან კონტინენტის პირველობაზე ქართველი ხელბურთელები პირველად იმყოფებიან.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ნიდერლანდების ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 29-34 დათმო.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებს 9 გოლი გაუტანა.
ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფის მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს ევროპის მოქმედ ჩემპიონთან – შვედეთთან გამართავს, 15 იანვარს კი ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა