დეა მამისეიშვილი: ვისაც უნდა ეწყინოს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი:
ვისაც უნდა ეწყინოს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას:
საპროტესტო აქციაზე ვარ, მიკროფონის და კამერის გარეშე, ხალხში და ხალხთან ერთად – ხან ვდგავართ, ხან მივდივართ, ხან მოვდივართ, ხანაც გავრბივართ, უფრო მეტად გამოვრბივართ და არ სრულდება – ან სცენიდან, ან სცენის მიღმა პოლიტიკური სადღეგრძელოები, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედებები, განცხადებები, მოწოდებები, მითითებები, დაკიდებული თარიღები და დაკიდებული ხალხი – უფრო მეტი იმედგაცრუება, ვიდრე შინაარსობრივი და თანმიმდევრული ნაბიჯები.
აღარ ამართლებს ეს ჰაერში ჩამოკიდებული თარიღები – მით უფრო კულისებში განაწილებული ,,დროებითი სამთავრობო პოსტები“.
სირცხვილია, რა ალერსიანი დამხობა და რა გამოგლეჯილი თბილისი – რა სხვაობაა ოცნებასა და ,,,ბოლისგამშვებ“ რევოლუციონერებს შორის?! ხალხი ერთსაც კიდია და მეორესაც. თან ის ადამიანებიც რომელთაც ისეთი სისწრაფით დააპატიმრებს რეჟიმი, სათვალავი აგვერევა.
უბრალოდ, ვინც ამ ადამიანებს მართლა დააჯერეთ, რომ მთავრობას დღეს, ერთ ღამეში გადააყენებდით და ბიძინა დაქოქილ ვერტმფრენში დაიძინებდა, რო რამე – უცებ გაფრენილიყო – თქვენი ბრალი და პასუხისმგებლობაა ნიჰილიზმი, რომელიც იქნება და ბრაზი, რომელიც ხალხში ამ წამსაც უკვე მეტისმეტად დაგროვებულია, იმ ხალხში რუსთაველზე უმისამართოდ და გაურკვევლად რომ დატოვეთ.
P.S. სოლიდარობა და მშვიდობიანი ღამე ჩემს კოლეგებს, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად რომ აშუქებენ ამ ყველაფერს!