საქართველოს ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს ევროპული საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია იმართება“, – წერს რასა იუკნევიჩიანე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია როგორც რუსთაველის გამზირი, ისე თავისუფლების მოედანი.
