ირაკლი ჭეიშვილი – რასაც საპრეზიდენტო სასახლის ეზოში აკეთებდნენ, ყოვლად მიუღებელია და ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს

რასაც საპრეზიდენტო სასახლის ეზოში აკეთებდნენ, ეს არის ყოვლად მიუღებელი და ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს ,- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებაზე არის გადასული.
„ეგზიტპოლის შედეგები მოგეხსენებათ, მოლოდინი გამართლდა არაერთხელ ვთქვით, რომ ეს შედეგები ექნებოდა “ქართულ ოცნებას”.
ბათუმში ეგზიტპოლმა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 80% პროცენტი დააფიქსირა, დიდი ცვლილებები არ იქნება შედეგებში.
რაც შეეხება ზოგადად სახედაკარგულ ოპოზიციას, ვხედავთ თბილისში, როგორ მოქმედებენ. როგორ გადადიან დესტრუქციაზე, როგორ ცდილობენ არეულობა და ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ. იმის მაგივრად, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, არეულობაზე გადავიდნენ. რასაც აკეთებდნენ საპრეზიდენტო სასახლის ეზოში, არის ყოვლად მიუღებელი და ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”,- აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია