IRI-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა: „ქართული ოცნება” 25%, ენმ – 13%

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე, საპარლამენტო , რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (პირველი არჩევანი) ყველაზე მეტი მოქალაქის აარჩევანი მმართველი პარტიაა. მეორე ადგილს კი „ნაციონალური მოძრაობა იკავებს”.
· 25% – ქართული ოცნება
· 13% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –
· 4% – „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია
· 3% – „სტრატეგია აღმაშენებელი“ – .
· 1% – „ხალხის ძალა“.
· 2% – „ლელო“
· 3% – „გირჩი“
· 2% – „გირჩი“ და „დროა“ – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია
· 2% – „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი.
· 2% – „მოქალაქეები“ –
· 2% – „ხალხისთვის“ –
· 1% – „პატრიოტთა ალიანსი
· 1% – „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ-ინფო“
· 1% -„ევროპული საქართველო“ –
· 1% – სხვა
· 11% – ბათილი ბიულეტენი
· 6% – არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა
· 18% – არ იცის (ვის მისცემს ხმას)
· 5% – უარი პასუხზე
მეთოდოლოგია
გამოკვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.