“მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ, და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან.
ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა” – ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ოფისში, TV იმედის გამოცხადებული ეგზიტპოლების შემდეგ.