სალომე ზურაბიშვილი ბოლო მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი , რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2024 წლის 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
“როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე, დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენების წარსადგენად ბოლოს 2023 წლის 31 მარტს მივიდა. მას შემდეგ მის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ იმპიჩმენტის პროცედურაც დაიწყო, თუმცა პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან