ირაკლი აქციაზე – ხედავთ, როგორია რაოდენობა, ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება

ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, „თუ რა მწირი მხარდაჭერით სარგებლობს“ ოპოზიცია, დემონსტრანტების ეს რაოდენობა გასაკვირი არ იყო.
„თქვენ ხედავთ როგორია რაოდენობა, ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება. ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია – ძალიან ცოტაა. თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ეს ჩვეულებრივი პარტიული აქციაა, რომელიც დაანონსდა. გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი.“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს