“საპატრიარქოს გადაწყვეტილება კანონიკურად, ალბათ, სწორია, მაგრამ სტრატეგიულად არასწორია” – მორგოშია

საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ, ალტ–ინფოს ერთ–ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია საპროტესტო აქციას აანონსებს. მთავარ მოთხოვნად კვლავ სახელდება, რომ უნდა დაისაჯოს ნატა ფერაძე და მის მიმართ ადმინისტრაციული მუხლით დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
საპატრიარქოს გადაწყვეტილება კანონიკურად ალბათ სწორია, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი სტრატეგიულად არასწორია. ეს მათ უბიძგებთ კიდევ და კიდევ სხვა დანაშაულებისკენ და ამ განცხადებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, რამდენიმე ხატს მიაყენეს შეუარცხყოფა და ქვებით ჩალეწეს. მაგალითად, ღვთისმშობლის ხატის ვიდეო ჩაგვიგდეს, სადაც ქვით იყო ხატი შეუარცხყოფილი. ამიტომ განცხადების ის ნაწილი, რომ ხატმწერმა ხატი უნდა გადაწეროს, იყო სტრატეგიულად არასწორი. ჩვენ ხვალ აქციას ვმართავთ, ზუსტად იმ მოთხოვნით, რომ დაისაჯოს ნატა ფერაძე და სასწრაფოდ მიიღოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, სადაც ასეთი ფაქტები ჯარიმით კი არა სისხლის სამართლის დანაშაულით დაისჯება”, – ამბობს კოკა მორგოშია. (წყარო ტვ პირველი)
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული.
მომხდარიდან მალევე, -მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
“ქართულმა ოცნებამ” საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის შემთხვევებისთვის კანონი გამკაცრდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა