პაატა ბურჭულაძე – გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია – რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ და მოგვიანებით დავიწყებთ

გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია – რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ და ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული კრება ჩატარდება და ხელისუფლება დაბრუნდება ხალხის ხელში.
„გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია, ეს არის პირველი ეროვნული კრება, რაც ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში. ვიღებთ დეკლარაციას და ვიღებთ ხელისუფლებას ისევ ჩვენს ხელში და ამით ვისტუმრებთ სახლში უზურპატორ ივანიშვილს თავისი ამალით. ეს დღე უნდა იყოს და არის უკვე ისტორიული. რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაკადი მოდის დასავლეთიდან და ამიტომ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში