რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში დაზიანდა სამგზავრო მატარებელი, არიან დაშავებულები

რუსეთის თავდასხმის შედეგად სამგზავრო მატარებელი დაზიანდა უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე სუმის რეგიონში, მგზავრებს შორის არიან დაშავებულები – ამ ცნობას რეგიონის გუბერნატორ ოლეჰ ჰრიჰოროვზე დაყრდნობით სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.
ჰრიჰოროვის თქმით, ს თავდასხმის სამიზნე იყო რკინიგზის სადგური და დაარტყეს სკენ მიმავალ მატარებელს.
მსხვერპლის რაოდენობის მონაცემი ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა გუბერნატორმა გამოაქვეყნა ცეცხლმოკიდებული სამგზავრო ვაგონის ფოტო და თქვა, რომ ადგილზე მუშაობენ მაშველები და ექიმები.
ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსკოვი თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე.