თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – ისანში 3 ადამიანი კორპუსიდან გადავარდა

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას IPN.GE ავრცელებს.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები – მშობლები და შვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მათივე საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.