გამოკითხულთა, ჯამში, 34% ყველაზე სანდო ტელევიზიად „იმედს“ მიიჩნევს – IRI-ის კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა, ჯამში, 34% ყველაზე სანდო ტელევიზიად „იმედს“ მიიჩნევს.
მეორე ადგილზეა რუსთავი ორი, რომლის ჯამური მაჩვენებელიცაა – 26%; მესამეზე – „მთავარი“ – 19%, მეოთხეზე – „ტვ პირველი“ – 18%. ხუთეულს ხურავს „ფორმულა“, 10%-ით. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 7%-ს. სხვა არხებისდამი ჯამური ნდობა არ აღემატება 3%-ს. არც ერთს არ ენდობა – 26%.
ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად საქართველოში რჩება „ფეისბუქი“, რომელსაც სოცქსელების მომხმარებლები [გამოკითხვაში 78%-მა თქვა, რომ სოცქსელებს იყენებს]. „ინსტაგრამს“ იყენებს – 31%, „ტიკტოკს“ – 21%, ტელეგრამს – 6%. სხვა სოცქსელების გამოყენების მაჩვენებელი 4%-ს არ აღემატება. რესპონდენტებს შეეძლოთ რამდენიმე ვარიანტის დასახელება.
ამასთან ერთად, ახალგაზრდების [18-29წ.] ინფორმაციის ძირითადი წყარო არის 73%. მეორე ადგილზეა ტელევიზია – 34%. რესპონდენტებს შეეძლოთ რამდენიმე ვარიანტის დასახელება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება