UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი ასლანბეკ ბადაევის პოდკასტის სტუმარი გახლდათ, სადაც ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
სომეხი მებრძოლის თქმით, იგი “ელ მატადორს” აუცილებლად დაამარცხებს.
“ისე არ ვიბრძოლებ, როგორც მას აწყობს. დარწმუნებული ვარ, რომ მის პარტერში გადაყვანას შევძლებ და დავღლი, მას ჭიდაობით ენერგიას გამოვაცლი.
იცით, რას აკეთებს? მთელი დღე კრივში ვარჯიშობს და ფეხებზე არ მუშაობს. გაუგონარი წარმომავლობის სპარინგ-პარტნიორებს ეძებს და ყველას თავს აჩვენებს, რომ სუპერ მებრძოლია. ჩეჩნეთში ან დაღესტანში რომ ჩავიდეს და რიგით სპორტდარბაზში მივიდეს, ნებისმიერი მოყვარული დაამარცხებს”, – განაცხადა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, სომეხ მებრძოლს ილიასთან სატიტულო ბრძოლის მიღება სურდა, თუმცა ჯერჯერობით, 22 ნოემბერს, დენ ჰუკერს დაუპირისპირდება.
“ცარუკიანის დამარცხება უფრო გამიჭირდება, ვიდრე თოფურიასი” – პედი პიმბლეტი
“ჩემი მიზანია დვალიშვილი დამაჯერებლად დავამარცხო” – კორი სენდჰეგენი
“ცარუკიანის დამარცხება უფრო გამიჭირდება, ვიდრე თოფურიასი” – პედი პიმბლეტი
“მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ” – არმან ცარუკიანი
“იმდენად პატარა პიროვნებაა, რომ თოფურიას ჩხუბის სანაცვლოდ მილიონ დოლარს სთავაზობს” – პიმბლეტმა ცარუკიანზე ისაუბრა
“თოფურია ცარუკიანთან უშანსოდაა” – ხაბიბ ნურმაგომედოვი
ილია თოფურია “თეთრ სახლში” იბრძოლებს? – მებრძოლის პოსტი სოციალურ ქსელში [PHOTO]
“ეს ფრაზა ილიას აბაზანაში ჩამოკიდეთ, რადგან შეახსენოთ, რომ შარდვის დროს…” – ცარუკიანი თოფურიას გამოწვევას აგრძელებს
დაბრუნება დიდხნიანი პაუზის შემდეგ – ცარუკიანის მეტოქე ცნობილია
