საავტომობილო გზები, რომლის მშენებლობაზეც 2026 წელს 740 მლნ ლარამდე დაიხარჯება

ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მომავალ წელს საქართველოში რამდენიმე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობაზე ჯამში, 740 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ჩანს, 2026 წელს საგზაო პროექტებიდან ყველაზე ძვირადღირებულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა. ამ კონკრეტული მონაკვეთის სამშაოებზე 100 მლნ ლარია გათვალისწინებული მხოლოდ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით. საერთო ჯამში კი პროექტის ღირებულება 1.534 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, საავტომობილო გზების პროექტებზე გათვალისწინებულ ხარჯებს, მომავალი, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით:
· ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია – 20 მლნ ლარი (პროექტის ჯამური ღირებულება 243.218 მლნ ლარი);
· (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 10 მლნ ლარი (ჯამში 214.818 მლნ ლარი);
· შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 20 მლნ ლარი (ჯამში199.505 მლნ ლარი);
· აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 2 მლნ ლარი (ჯამში 644.978 მლნ ლარი);
· სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის {კმ 0-კმ 50 მონაკვეთის} მოდერნიზაცია-მშენებლობა – 70 მლნ ლარი (ჯამში 1.158 მლრდ ლარი;
· თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 20 მლნ ლარი (ჯამში 578.729 მლნ ლარი);
· მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB, EBRD) – 100 მლნ ლარი (ჯამში 1.534 მლრდ ლარი);
· თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 17 მლნ ლარი (ჯამში 529.682 მლნ ლარი);
· თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა – 50 მლნ ლარი (ჯამში 253.837 მლნ ლარი);
· მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ხანდო-ფასანაურის შემოსავლელი და არშა-სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთების მშენებლობა – 50 მლნ ლარი (ჯამში 236.067 მლნ ლარი);
· თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის {კმ22-კმ57} რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) – 57 მლნ ლარი (ჯამში 463.670 მლნ ლარი);
· ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია – 62 მლნ ლარი (ჯამში 369.484 მლნ ლარი);
· სენაკი--სარფის საავტომობილო გზის ბათუმი(ჭოროხი)-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა – 160 მლნ ლარი (ჯამში 895 მლნ ლარი);
· ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) – 15 მლნ ლარი (ჯამში 591.456 მლნ ლარი);
· თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია/მშენებლობა – 2 მლნ. ლარი (ჯამში 902.912 მლნ ლარი);
· თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპნის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 4 მლნ ლარი (ჯამში 1.093 მლრდ ლარი);
· სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის {კმ48-კმ64} გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 5 მლნ ლარი (ჯამში 346.456 მლნ ლარი);
· ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობა – 15 მლნ ლარი (ჯამში 480 მლნ ლარი);
· თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბადიაური-ჩალაუბნის მონაკვეთის მშენებლობა – 60 მლნ ლარი (ჯამში 576 მლნ ლარი).
ცნობისათვის, ეს არის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი