პერან მუნი: რისთვისაც პუტინს რუსეთში 12 წელი დასჭირდა, საქართველოში 12 თვეში მოხდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე საქართველოს შესახებ ილაპარაკა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა, პერან მუნმა.

“უკვე ცხადია, რომ ქართული დემოკრატიის დარაბები იმაზე სწრაფად იკეტება, ვიდრე ვვარაუდობდით. რისთვისაც ვლადიმირ პუტინს რუსეთში 12 წელი დასჭირდა, საქართველოში 12 თვეში მოხდა”. – განაცხადა PACE-ში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა.

მუნმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება დევნის არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ აქტივისტებს, უნივერსიტეტებს, ინტელექტუალებს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დელეგატის აზრით, საქართველოში იზრდება პუტინის გავლენა და სუსტდება სამოქალაქო საზოგადოება.

“მოგიწოდებთ საბოლოოდ პასუხი გასცეთ კითხვას – თუ პუტინს 12 თვე დასჭირდა ქართული დემოკრატიის იქამდე მიყვანა, სადაც ის ახლა არის, სად იქნება ის (ქართული დემოკრატია) 12 თვეში”? – ამ კითხვით დაასრულა PACE-ში გამოსვლა მუნმა.

წყარო