მედია: ამომრჩევლის მოსყიდვა – ხმების სანაცვლოდ “ოცნება” მოქალაქეებს სასურსათო ვაუჩერებს ურიგებს (ვიდეო)

“ქართული ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვაში ამხელენ – ივანიშვილის გუნდი ხმის მიღების სანაცვლოდ, მოქალაქეებს სასურსათო ვაუჩერებს ურიგებს.

არსებული ინფორმაციით, ხაშურში ადგილობრივებს 70 და 100-ლარიანი ვაუჩერები დაურიგეს, რომლის განაღდებაც ერთ-ერთ კონკრეტულ მაღაზიაშია შესაძლებელი.

ირკვევა, რომ ივანიშვილის გუნდის წევრები ხალხს მოსყიდვისთვის საარჩევნო შტაბში იბარებენ. აღსანიშნავია, რომ ხაშურში “ქართული ოცნების” ოპონენტი დამოუკიდებელი კანდიდატი, ვალერი გელაშვილია, რომლის ოფისიც “ოცნების” ოფისის მოპირდაპირე მხარეს ერთ ქუჩაზეა. ვალერი გელაშვილის შტაბის წევრები ამბობენ, რომ მათთან ორი მოხუცი მივიდა, რომლებიც სასურსათო ვაუჩერებს კითხულობდნენ.

ადგილობრივების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბულია, “ქართული ოცნება” ხალხის მოსყიდვითა და დაშინებით ცდილობს ხმების მოპოვებას. “ქართული ოცნების” შტაბის წევრები ყველაფერს უარყოფენ – “არ ვიცი რაზე საუბრობთ. პარტიაში რა უნდა სასურსათო ვაუჩერს”.