“რკინიგზის მშენებლობა სომხეთიდან აზერბაიჯანში შეიძლება არანაკლებ 2 წელს გაგრძელდეს”- მირზოიანი

სარკინიგზო გზის მშენებლობა სომხეთიდან აზერბაიჯანში შეიძლება არანაკლებ ორ წელს გაგრძელდეს – ამის შესახებ პოლონურ არხ TVP World-თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
„თუ სარკინიგზო მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, ექსპერტების შეფასებით, მისი მშენებლობა შეიძლება, მაგალითად, არანაკლებ ორ წელს გაგრძელდეს. თუმცა ჩვენ ძალზედ დაინტერესებულები ვართ რაც შეიძლება მალე მოხდეს მშენებლობა, გახსნა და მიმოსვლის აღდგენა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ვართ. ასევე შეგვიძლია, მაგალითად, მივიღოთ და გავგზავნოთ ტვირთები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის გამოყენებით,“ – განაცხადა მირზოიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა