ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში, ქართული გუნდი „შავი ლომი“ ფრანგულ „კასტრს“ შეერკინება

საფრანგეთის ქალაქ კასტრში, ევროპის უმაღლესი დონის რაგბის საკლუბო ტურნირის, ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში, ქართული გუნდი „შავი ლომი“ ფრანგულ „კასტრს“ შეერკინება.
თამაში 13 იანვარს, 16:15 საათზე, კასტრის „პიერ ფაბრის“ სტადიონზე (Stade Pierre Fabre) გაიმართება.
„შავი ლომს“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ორი თამაში ელის. კასტრში 13 იანვარს დაგეგმილი თამაშის შემდეგ, 20 იანვარს სარაგბო ზეიმი თბილისში დაბრუნდება – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო ფრანგულ გრანდს „კლერმონს“ უმასპინძლებს.
აღნიშნულ ტურნირში საქართველომ შთამბეჭდავი ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება “სქარლეთთან” უელსში, რითაც მსოფლიოს ყურადღებაც კიდევ ერთხელ მიიპყრო.