ირაკლი კობახიძე – ყველას მინდა დავპირდე, რომ თუ წინა შემთხვევაში შევძელით მოძალადეების, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება იდენტიფიცირების მაჩვენებელი

პირთა იდენტიფიცირებაზე თქვენ ნუ იდარდებთ, ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი არის, ამ შემთხვევაში, მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდე, რომ თუ წინა შემთხვევაში ჩვენ შევძელით მოძალადეების, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, მოუწოდებს თუ არა ის სამართალდამცველებს დაიცვან ადამიანის უფლებები და ექნებათ თუ არა მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, იმ შემთხვევისთვის, თუ მათი ქმედება კანონიერ ჩარჩოებს გასცდება.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი სურვილია, რომ სამართალდამცველების ნაცვლად დღეს პოტენციურ მოძალადე მომიტინგეებზე გააკეთოს აქცენტი.
„ჩვენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ, კონკრეტულ მითითებებს ვაძლევთ სამართალდამცავ უწყებებს, თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა და კანონის აღსრულებაც. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდებაც. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე თქვენ ნუ იდარდებთ, ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი არის ამ შემთხვევაში მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდე, რომ თუ წინა შემთხვევაში ჩვენ შევძელით მოძალადეების, დაახლოებით, 3%-ის იდენტიფიცირება, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი. დღეს აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ პოტენციურ მოძალადე მომიტინგეებზე,“- განაცხადა მ.
მისივე შეფასებით, მშვიდობიანი რევოლუციის ცნება ბუნებაში არ არსებობს, ხოლო ვინც კონსტიტუციური წყობის დამხობას შეეცდება, უნდა დაელოდოს ხელისუფლების პასუხს.
„ეს არ არის პროტესტი, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი- ხან 50 ადამიანი იკრიბება, ხან – 100, ხან -150, ერთი ორჯერ 300-ს მიაღწია მათმა რაოდენობამ. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. ხვალაც ნახავთ, რომ საზოგადოება გამოვა და 100 ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“, ეს არის საზოგადოების ნება. საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი ანუ ნონსენსი თავისი არსით, არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია ბუნებაში არ არსებობს. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ, თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.