ირაკლი PACE-ს რეზოლუციაზე – ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს

ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია.
როგორც მ განაცხადა, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს.
„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში არის შექმნილი, მათ შორის კონკრეტული ჩანაწერებია, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე. ეს არის კიდევ ერთხელ იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში არის შექმნილი. აქედან გამომდინარე, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება ქალბატონ ლიზას [იასკოს], მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დოკუმენტი „არათუ საინტერესო არ არის, არამედ ძალიან უინტერესოა“.
„ძალიან მოკლედ გეტყვით – საერთოდ არ არის საინტერესო რეზოლუცია. არა თუ საინტერესო არ არის, ძალიან უინტერესოა,“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღეს. როგორც რეზოლუციის პროექტის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“