საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის შეხვედრებამდე პრესკონფერენცია გამართა.
მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა და ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრეს.
ვილი სანიოლი: შემტევი ფეხბურთელებისთვის გოლები მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც შეტევა, ასევე დაცვაც აუცილებელია. დაცვით ხაზში თაობათა ცვლაა, ჩემი საქმე შემადგენლობის სწორად შერჩევაა. მიქაუტაძისთვის ახალ გუნდში კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. “ვილიარეალმა” მის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადა. ჟორჟის კარგ ფორმაში ყოფნა ჩვენს ნაკრებს წაადგება.
კარგია, რომ ჩემი წონის კლება შეამჩნიეთ. ბოლო დროს ხაჭაპურს და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ. საკუთარ თავს და ჯანმრთელობას ყურადღებას ვაქცევ.
როცა გასვლაზე ესპანეთს და თურქეთს ეთამაშები, პროგრამა მინიმუმზე საუბარი რთულია. ეს განსაკუთრებით ესპანეთს ეხება, რომელიც ალბათ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. თურქეთზე ესპანეთთან თამაშის შემდეგ ვისაუბრებ. მიზანი კვლავ ერთია, წინსვლა და განვითარება. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, ცხადია ყველა კანდიდატს ვაკვირდებით. გაგუა ჯერ-ჯერობით არ არის საკმარისად კარგ ფორმაში იმისთვის, რომ ნაკრებში მოვიწვიოთ. ეროვნულ გუნდში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და ამისთვის ბევრი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვისებაა საჭირო.
ნაკრების განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო და ასეც იქნება. კარგი შედეგები და სათამაშო პროგრესი ერთმანეთს ხელს არ უშლის. კონკრეტული შედეგი ყოველთვის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მიზანი ყოველთვის ის იქნება, რომ საქართველოს ნაკრებმა აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია. გვსურს ჩვენზე როგორც რთულ მეტოქეზე ისე ილაპარაკონ.
კიტეიშვილზე ხშირად ვსაუბრობ და მის მნიშვნელობას ხაზს ვუსვამ. იმედია “რეინჯერსთან” გატანილი გოლი მას თავდაჯერებას შემატებს.
ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია. ამ მომენტისთვის იმედი გვაქვს, რომ მარტის თამაშებისთვის შეძლებს ნაკრებს დაეხმაროს. იმედია ამ რთულ პერიოდს ფსიქოლოგიურადაც გადაიტანს.
დაცვით ხაზში ბევრი გამოწვევა გვაქვს. არიან ტრავმირებულები და უთამაშებლები. დისკვალიფიკაციის გამო ესპანეთთან ლოჩოშვილი ვერ დაგვეხმარება. როგორც მწვრთნელი, ყოველთვის რეალობას უნდა ვუსწორებდე თვალს და არსებულ სიტუაციას მოვერგო. უნდა შევეცადო, რომ ამ რესურსით მივაღწიოთ სასურველ შედეგს”, – განაცხადა სანიოლმა.
“ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ” – მერაბ დვალიშვილი
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
მატჩის დღე – ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში – გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი – მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა “დაუძვრე” წაგებას – თურქეთის შემდეგ
