თამო კეშელავა: ძალიან აუხირდით წმინდა გიორგის… ჩვენი წინაპრების ოფლით და სისხლით გაჟღენთილ მიწაზე აგებულ ტაძრებში სტალინი ვერ შევა

“ძალიან აუხირდით წმინდა გიორგის და ვისაც არ გჯერათ, ვინმეს გივარდებათ სახლში?
გველეშაპის და ეშმაკის არსებობის ვისაც არ სჯერა, მას არც ღმერთის არსებობის სჯერა – აქსიომაა ეს, არაა თეორია.
საქართველოს ეკლესიებში სტალინს ვერ დაგვისვამთ და შეეგუეთ!
როგორ ბედავთ, ვის უბედავთ წმინდა გიორგის გინდ სტალინთან და გინდ მატრონესთან შედარებას?
ცოტა ხანში ლაზარე არ გაუცოცხლებიაო, იტყვით!
ბეთლემს არ დაბადებულაო, გვეტყვით,
სტალინის შემოსაყვანად, ბიჯო, სტალინის ჩვენ ეკლესიაში შემოსაყვანად წმინდა გიორგის ხსენებას როგორ გვიბედავთ!
იცით, რატომ მიახტებით ხოლმე წმინდა გიორგის გავლა-გამოვლისას და რატომ გეჩხირებათ თვალში?
იმიტომ რომ ღიად ჩანს, ხატზევე რომ მებრძოლია, უყურებ და გრცხვენია რომ სანთელს უნთებ და მერე მტერს უჩოქებ და ომი არ მინდა, ისე დამიპყარიო, ეუბნები!
უყურებ და ვერ იმეორებ, მეორე ლოყას მივუშვერო და დაგყვება სინდისივით!
კიდევ იმიტომ წამოავლებთ ხოლმე ხელს, რომ რუსს ლომისობა ცუდად ეჩხირება იქ თვალში, ყურში, გულში!
ღიად გეუბნება წმინდა გიორგი რომ უნდა იბრძოლო შენი ღმერთისთვის, შენი ქვეყნისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის, ფიზიკურად უნდა იბრძოლო, თორემ, წმინდა ნინოც რომ მებრძოლი იყო, მაგის გაგებას მეტი სჭირდება, ერთ შეხედვაზე მეტი!
წინაპრები დაგვიხოცეს, ტაძრები დაგვინგრიეს და მე ის მინდაო, მაოხრებელი, მკვლელი მინდაო და სტალინის მატრონესთან არშეხვედრას წმინდა გიორგის როგორ ადარებთ!
მილიონობით ქართველს რომ მუხლი მოუყრია, საუკუნეების მანძილზე, მილიარდობით სანთელი დაგვინთია, მილიარდობით ლოცვა მიგვიძღვნია, იმის არსებობას აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტალინის გამო?
რა საღებავი მართლა, ხალხო, რა საღებავი, სად უნდა გვქონოდა საღებავის ყიდვის და მიტანის დრო, ეს ტაძრები ჩვენი აგებულია და თუ ერთი სხვამაც აააგო, ჩვენ მიწაზეა და ქართული მიწის მადლს და კანონს დაემორჩილოს, ხოდა, რა საღებავი, უნდა მივსულიყავით და გამოგვეტანა!
რა საღებავი, ცეცხლით და მახვილით შევიდოდნენ აღმაშენებლის დროს და ზოგს ქუსლი არ ექნებოდა, ზოგს თავი და ზოგიც სარზე იქნებოდა ჩამოცმული!
იქნება არც აღმაშენებელი არსებობდა და ეგაც მითია?
რუსების გამოგზავნილი ხატი დადო ეკლესიაში საპატრიარქომ, სტალინი შეიყვანა ეკლესიაში, არაკანონიკური ხატი შეიტანა ეკლესიაში და ახლა იმასაც არ ამბობს, არაკანონიკური იყოო და არ შეხვედრია სტალინს და მაგიტომ ვცვლითო, იმასაც არ ამბობს, სულ რომ ხვალ შერაცხოს რუსეთმა სტალინი წმინდანად, ისე უმტრო ეკლესიას და საქათველოს, აქ მისი ადგილი არ იქნებაო, არც ჩვენი წმინდა გიორგის შეურაცხყოფაზე იღებს ახლა ხმას!
სახლში დაიდეთ სტალინის ფოტოები, სანთლებიც დაუნთეთ, მუხლიც მოუყარეთ, ჩვენი წინაპრების ოფლით და სისხლით გაჟღენთილ მიწაზე აგებულ ტაძრებში სტალინი ვერ შევა და ჩვენი წინაპრების ძვლებით გამოტენილ მიწაზე აგებული ტაძრებიდან წმინდა გიორგი არ გამოვა და ვერც ბაყაყებივით დაგვხარშავთ! აუცილებლად წამოვდგებით!
წმინდა გიორგის შუბის მადლმა, წმინდა ნინო მებრძოლი რომ არ გგონიათ და დავით აღმაშენებლის საქათველო მონელებული!
და ვისაც ეს პოსტი არ მოგეწონოთ, მეორე ლოყა მომიშვირეთ, მე ლომისობაზე ნამყოფი მართლმადიდებელი ვარ და კი, გველეშაპების არსებობისაც მჯერა და უფლისაც,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.