რუსებმა უკრაინას წუხელ 416 დრონით და რაკეტით დაარტყეს, უკრაინელებმა 320 მათგანი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის Shahed-ისა და „გერბერას“ ტიპის 381 დრონი, „ისკანდერ M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა; „ისკანდერ-K“ ტიპის 21 ფრთოსანი რაკეტა და Х-59/69 ტიპის 7 მართვადი რაკეტა გამოიყენეს.
დარტყმის მთავარი სამიზნე ხარკოვისა და პოლტავას ოლქების ენერგეტიკის სექტორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო, ღამის თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და კიევის ოლქები.
დილის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 320 საჰაერო სამიზნე – 303 დრონი და 17 რაკეტა – ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.
ამავდროულად, 15 ლოკაციაზე 18 რაკეტის და 78 დრონის დარტყმა დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი 6 ლოკაციაზე ჩამოცვივდა.
