“ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ” – მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვას მესამედ 6 ოქტომბერს შეეცდება. მოგეხსენებათ, მერაბის მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება.
ტრადიციულად, პირისპირ დგომის შემდეგ, დვალიშვილმა მედიასთან ისაუბრა.
“მე დავამარცხე პიოტრ იანი, სეჰუდო, შონ ომალი 2-ჯერ. მე ყველა დროის საუკეთესო ვარ. მე ჩემპიონი ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ.
მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით გავიარე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კორი სენდჰეგენი გამორჩეული მებრძოლია და მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. ის ყველაზე საშიში მეტოქე იქნება, რადგან მისი სტილი ძალიან სახიფათოა. კორი უნივერსალური მებრძოლია – დგომაშიც ძლიერია, მუხლებს ეფექტურად იყენებს და მიწაზე გადაყვანისასაც თავს კარგად იცავს. თუმცა, ამჯერად მისი ოპონენტი მე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ.
თუ სენდჰეგენს დავამარცხებ, ვფიქრობ, წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს დავიმსახურებ. თუმცა სიმართლე გითხრათ, ამაზე დიდად არ ვკონცენტრირდები. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ, უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ვაკეთებ”, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, “მანქანა” UFC-ში 2018 წლის შემდეგ არ დამარცხებულა, მას ზედიზედ 13 მოგება აქვს.
რაც შეეხება სენდჰეგენს, მას MMA-ის კარიერაში 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 18 მოიგო.
“ბასკონიამ” 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
“კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა” – სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
“ყველაზე მეტად ამის მეშინია” – მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ
“ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა” – დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
“ჩემი მიზანია დვალიშვილი დამაჯერებლად დავამარცხო” – კორი სენდჰეგენი
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს დაიცავს
“მართალია, ჩემპიონი ვარ, მაგრამ ამ მიზეზების გამო თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ”