ესპანეთმა 2025 წლის ზაფხულში, ვიზიტორების რეკორდი მოხსნა

ესპანეთმა წელს ტურიზმის ახალ ეტაპს მიაღწია. ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის (INE) მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანას 11.3 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია.
ეს 2.9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით და რეკორდულ ივლისს მოჰყვა, როდესაც საზღვარგარეთიდან 11 მილიონი ადამიანი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტია.
ჯამში, ორ თვეში ესპანეთში 22.3 მილიონი ტურისტი ჩავიდა, რაც გაცილებით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რომელიც 21.8 მილიონს შეადგენდა.