ჩეხეთში დღეს და ხვალ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ჩეხეთის რესპუბლიკაში დღეს და ხვალ საპარლამენტო გაიმართება. საარჩევნო უბნები დღეს, ადგილობრივი დროით, 14:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო ხვალ 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იქნება გახსნილი. 200 – კაციან დეპუტატთა პალატაში მანდატების მოპოვებისთვის 26 პარტია და ჯგუფი იბრძვის. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია, დაახლოებით, 8 მილიონი ამომრჩეველი.
დასავლური მედია წერს, რომ პროგნოზების თანახმად, არჩევნებში პირველ ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის ოპოზიციური პარტია, ANO დაიკავებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ პარტია არჩევნებში ხმების 28-30%-ს მიიღებს, მმართველი ცენტრისტული მემარჯვენე კოალიცია „ერთად“ (Spolu) კი, რომელიც სამი პარტიისგან შედგება, სავარაუდოდ, 20-22%-ს მიიღებს. რაც შეეხება მათ ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორებს ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია STAN-ს, გამოკითხვების თანახმად, პარტია ხმების 10-12%-ს მიიღებს.
გარდა ამისა, პარლამენტში, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნებიან ლიბერალური „მეკობრეების პარტია“ (7-9%) და კიდევ სამი პარტია: ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ (SPD, 13-14%), ულტრამემარცხენე მოძრაობა „საკმარისია!“ (5%) და კიდევ ერთი მემარჯვენე პოპულისტური და ევროსკეპტიკური პარტია „ავტომობილისტები თავისთვის“ (5%).
როგორც მედია წერს, ში ომის დაწყებიდან ჩეხეთის მთავრობა ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ჩეხეთის პრემიერი, პეტრ ფიალა იყო ერთ-ერთი პირველი უცხო ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში უკრაინის დედაქალაქს ეწვია. ჩეხეთის რესპუბლიკამ, რომლის მოსახლეობა 10.9 მილიონს შეადგენს, რეკორდული რაოდენობის უკრაინელი ლტოლვილები მიიღო – დაახლოებით 660 000 ადამიანი. ამჟამად, ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის, დაახლოებით, 400 000 მოქალაქე ცხოვრობს.
ანდრეი ბაბიში და სხვა პოპულისტები აცხადებენ, რომ ფიალას მთავრობას უკრაინა და უკრაინელები უფრო ადარდებს, ვიდრე თავად ჩეხები. ბაბიში ფიალას „რუსეთთან ომზე ოცნებაში“ ადანაშაულებს. ის უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას, ლტოლვილებისთვის დახმარების შეზღუდვას და რუსეთთან „გონივრული“ ურთიერთობის დამყარებას ემხრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჟვანია: გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე, გულმხურვალე ხელოვანი, თავისი გულწრფელობის და ღალატის მსხვერპლია… მისი სახელი გამოიყენეს… ის კი ისეთი ამაყია, ამას, ეჭვი მაქვს, არ აღიარებს და ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს…

მაია ორჯონიკიძე: ბოლო ორი დღეა ბჭობა მიდის იმაზე-4 ოქტომბერს ხალხს ლიდერი არ ჰყავდა, აბა რა ექნათო და ბევრმა იმ ხუთ თავდადებულ კაცს შეახოცა ხელი-გეგმა არ ჰქონდათ და ეს ყველაფერი პროვოკაცია იყოო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს