პოლონეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სასწავლო ცენტრი გაიხსნა

პოლონეთში უკრაინელი სამხედროებისთვის უდიდესი სასწავლო ცენტრი (კემპ ჯომსბორგი) გაიხსნა, რომელსაც, ერთდროულად, 1 200-მდე სამხედროს მიღება შეუძლია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროპელი პარტნიორების, კერძოდ, ნორვეგიის მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების წვრთნას და გააუმჯობესებს საბრძოლო გამოცდილების გაცვლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის. აქ ჩვენ შევძლებთ ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის დრონების გამოყენებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ევგენ მოისიუკმა, რომელიც ცენტრის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
სასწავლო ცენტრი პოლონეთის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე მდებარეობს.
„ეს ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერის ნაწილია და ქმნის საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. აქ უკვე 250 ნორვეგიელი ინსტრუქტორი იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მათ მალე შეუერთდებიან სამხედრო მოსამსახურეები დან და ალიანსის სხვა ქვეყნებიდან“, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც – მივიღეთ ზომები, რომ ჩარჩო-ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაშიც, არ იყოს სივრცე, რომ კვალის იდენტიფიცირება მოხდეს