დიდი ბრიტანეთი ლტოლვილთა ბინადრობის უფლების გამკაცრებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი ლტოლვილთა ბინადრობის უფლების გამკაცრებას გეგმავს
დიდი ბრიტანეთი ლტოლვილთა ბინადრობის უფლების გამკაცრებას გეგმავს.
„როიტერი“ წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „დიდი ბრიტანეთის რეფორმის“ რეიტინგის შემცირების, ასევე საფრანგეთიდან მცირე გემებით გადამსვლელი არალეგალების რიცხვის შემცირების მიზნით გადაწყვიტა.
მიგრანტები, რომელთაც ლტოლვილის სტატუსი აქვთ, ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ მუდმივ ბინადრობის უფლებას იღებენ. ახალი წინადადების თანახმად, ეს პერიოდი 10 წლამდე გაიზრდება და მუდმივი ბინადრობის ნებართვა გარანტირებული არ იქნება. პროცესი უფრო გახანგრძლივდება და მთავრობა აპლიკანტებისგან მოითხოვს: არ ჰქონდეთ ნასამართლობა, არ მოითხოვონ ბენეფიტები, ისაუბრონ ინგლისურად და იმუშაონ მოხალისედ თავიანთ თემებში.
„ცვლილებები დაასრულებს უსამართლო სისტემას, რომლის მიხედვით, არხის მცირე ნავით გადამკვეთ პირებს უფრო მეტი უფლება აქვთ დასახლებისა და ოჯახის გაერთიანების, ვიდრე კანონიერი გზით ჩამოსულებსა და ბრიტანეთის მოქალაქეებსაც კი“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ლტოლვილები ასევე დაკარგავენ ოჯახის წევრების თან წაყვანის ავტომატურ უფლებასაც.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინაში ომის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია საკმარისად აღადგინოს თავისი ჯარები და ნატოს აღმოსავლეთით მდებარე წევრ ქვეყნებს თავს დაესხას 2029 წლამდე – გერმანიის თავდაცვის მინისტრი