ლიზა იასკო – თუ იმას შევხედავთ, რაც დღეს საქართველოში ევროპული მისწრაფებებისგან დარჩა, დავინახავთ, რომ თითქმის არაფერი, ეს ძალიან მტკივნეულია

რუსეთმა საქართველო საზოგადოების გახლეჩის მიზნით პირველ პლატფორმად გამოიყენა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატებზე ელიზავეტა (ლიზა) იასკომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისგან თითქმის არაფერი დარჩა, რაც „ძალიან მტკივნეულია“.
„წარსულში ჩემი პირადი ცხოვრების გამო საქართველოს შესახებ საუბარი რთულია. მაგრამ, თუ მე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ბედი მართლა მადარდებს, მაშინ საქართველოს შესახებ უნდა ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის. პოლიტიკურად არავის დაცვა მსურს, მაგრამ უნდა ვისაუბრო როგორც ახალგაზრდა უკრაინელმა, რომელმაც საქართველოს ლამაზი ევროპული გზა იხილა, რაც ში დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებას იწვევდა. თუმცა, თუ იმას შევხედავთ, რაც დღეს ამ ევროპული მისწრაფებებისგან დარჩა, დავინახავთ, რომ თითქმის არაფერი. ეს ძალიან მტკივნეულია. პასუხებს უნდა ვეძებდეთ, თუ რატომ მოხდა ეს. მჯერა ერთი პასუხი ის არის, რომ საქართველოში ძლიერ ინსტიტუტებს ყურადღება არ მიაქციეს, ხოლო მეორე პასუხი ა. რუსეთმა საქართველო საზოგადოების გახლეჩის მიზნით პირველ პლატფორმად გამოიყენა, რათა ევროპის სიყვარული ერთმანეთის სიძულვილითა და პოლარიზაციით ჩაენაცვლებინა. ეს ძალიან საშიშია და მე ეს პირადად გამოვცადე. საქმე პოლიტიკურ კავშირებს არ ეხება. საქმე მომავალშია და მინდა ქართველებს ვუსურვო, რომ ერთობისთვის ძალა იპოვონ, წარსული დაივიწყონ და მომავალზე იფიქრონ“, – განაცხადა იასკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჟვანია: გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე, გულმხურვალე ხელოვანი, თავისი გულწრფელობის და ღალატის მსხვერპლია… მისი სახელი გამოიყენეს… ის კი ისეთი ამაყია, ამას, ეჭვი მაქვს, არ აღიარებს და ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს…

მაია ორჯონიკიძე: ბოლო ორი დღეა ბჭობა მიდის იმაზე-4 ოქტომბერს ხალხს ლიდერი არ ჰყავდა, აბა რა ექნათო და ბევრმა იმ ხუთ თავდადებულ კაცს შეახოცა ხელი-გეგმა არ ჰქონდათ და ეს ყველაფერი პროვოკაცია იყოო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს